თბილისს ეწვია კომინტერნის თავმჯდომარე გრიგორი ზინოვიევი. მის შესახვედრად მთელი მოსამსახურები გარეკეს სამსახურიდან დათხოვნის მუქარით.
ზინოვიევი პირველად ნაძალადევს ესტუმრა მოხსენებით, მაგრამ ადგილობრივმა დამქაშებმა კარგათ იცოდნენ თუ რა შეხვედრა მოელოდა „დიდ“ სტუმარს ქართველ მუშათა უბანში, ამიტომ წინასწარ მიიღეს საჭირო ზომები: თეატრის კარი ჩაკეტეს, გარს ჩეკისტები შემოარტყეს და შიგ მხოლოდ თავისიანებს უშვებდნენ.
თეატრის წინ დიდძალი ხალხი შეგროვდა, რომელიც ზინოვიევის მოსვლას სტვენით შეხვდა. ზინოვიევმა საერთო ხასიათის მოხსენება გააკეთა, ჩვეულებრივად იგინა და ილანძღა. თვით კომუნისტებზედაც ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამბობდნენ - რა იქნება კომინტერნი, თუ ასეთი თავმჯდომარე ყავსო.
მისცეს შეკითხვები. გამოირკვა, რომ მიუხედავად ზომებისა, „არა საიმედო“ პირები მაინც შეპარულან. შეეკითხნენ, თუ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგი ხართ, მაშინ საქართველოს ოკუპაციას რათ არ ხსნითო. რა განსხვავებაა თქვენსა და ძველ ჟანდარმებს შორისო და სხვა ასეთები.
ზინოვიევი ამ შეკითხვებმა მეტად ააღელვა და ააშფოთა, მაგრამ პასუხი მაინც ვერ მისცა. კრების დასასრულს ჩეკისტები ქართველ მუშებს აპატიმრებდნენ.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას