პატრულ-ინსპექტორმა ილია სულაკაძემ 1985 წელს დაბადებული გოდერძი იობიძე სიკვდილს გადაარჩინა. გოდერძი იობიძე ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, რესტორან ”რივერ საიდთან” მდებარე ხიდიდან მდინარე რიონში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. ამ ფაქტს პატრულ-ინსპექტორი ილია სულაკაძე შეესწრო. ის დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე და მდინარე რიონიდან მოქალაქე ამოიყვანა.
ადგილზე გამოცხადდა სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადა. გოდერძი იობიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ს 115-ე მუხლით). გამოძიებას აწარმოებს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს 1-ლი განყოფილება.