შსს-ს ფეხბურთელთა ნაკრები გუნდი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა

შსს-ს ფეხბურთელთა ნაკრები გუნდი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთელთა ნაკრები გუნდი „მია ჯორჯია“ პოლიციის საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებული მინი ფეხბურთის მე-9 საერთაშორისო ტურნირიდან გამარჯვებული დაბრუნდა.

გამარჯვებულ სამართალდამცველებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.

საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ქალაქ ვილნიუსში 12-16 სექტემბერს სპორტულ არენა „სპორტიმა“-ზე მიმდინარეობდა, ქართველ სპორტსმენებთან ერთად ევროპის რვა ქვეყნის პოლიციელთა 20 ნაკრები გუნდი მონაწილეობდა.

ქართველი სამართალდამცველების 12 კაციანმა გუნდმა „მია ჯორჯია“-მ ტურნირის სხვადასხვა ეტაპზე გამართულ შეხვედრებში გამარჯვება მოიპოვა, ფინალში პოლონეთის პოლიციის ნაკრებს 1:0 მოუგო და ტურნირის ჩემპიონი გახდა.