შსს-მ „მაესტრო“-ში ბომბის არსებობის შესახებ განხორციელებული ორივე ცრუ შეტყობინების ავტორი გამოავლინა

შსს-მ „მაესტრო“-ში ბომბის არსებობის შესახებ განხორციელებული ორივე ცრუ შეტყობინების ავტორი გამოავლინა

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შესული ტელეკომპანია „მაესტრო“-ს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი – ხობში მცხოვრები, 1997 წელს დაბადებული თამარ მ. დააკავეს, ხოლო მეორე ცრუ შეტყობინების ავტორი – თბილისში მცხოვრები, 2003 წელს დაბადებული საბა მ. ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში გამოავლინეს.

ორივე შეტყობინების მიღებისთანავე ტელეკომპანიის შენობასთან შსს-ს შესაბამისი სამსახურები გამოცხადდნენ და შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია ორჯერ განახორციელეს. ჩატარებული განაღმვითი სამუშაოების შედეგად, არც ერთი ფაქტის დროს შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

დაკავებული თამარ მ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა, როგორც 14 წელს მიღწეული პირი.

სამართალდამცველებმა 2003 წელს დაბადებულ საბა მ. კი პოლიციის განყოფილებაში მშობლებთან ერთად დაკითხეს და სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.

გამოძიება ორივე ფაქტზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით მიმდინარეობს სსსკ–ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილება აწარმოებს.