შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორად ზურაბ ზუბადალაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორად ზურაბ ზუბადალაშვილი დაინიშნა

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ზურაბ ზუბადალაშვილი წარუდგინა.

ალექსანდრე დარახველიძემ ახლადდანიშნულ რექტორთან ერთად აკადემიის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.

ზურაბ ზუბადალაშვილი შსს-ს აკადემიის რექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

ზურაბ ზუბადალაშვილი უწყებაში 24 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.