აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ, ოდესის პორტზე განხორციელებულ იერიშს, შეერთებული შტატები ეხმაურება და მოსკოვს საკვების იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საგანგებო ბრიფინგზე გაკეთა და აღნიშნა, რომ მარცვლეულის საწყობზე იერიშებით, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ რუსული აგრესია არა მარტო უკრაინის, არამედ მსოფლიოს წინააღმდეგაა მიმართული.

„რუსეთი განაგრძობს საკვების გამოყენებას ომის იარაღად. უკვე მეორე დღეა, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო წყლებში გემების მისამართით, მუქარას ვისმენთ. ასევე მუქარას ვისმენთ უკრაინული მარცვლეულის გადამზიდავი გემების მისამართით. ვფიქრობ, ყველას ესმის, რას ნიშნავს ეს და ხედავთ, როგორ აორმაგებენ საფრთხეებს. ოდესის პორტზე თავდასხმებით, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ რუსეთი საკვებს, ომის იარაღად იყენებს არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ მსოფლიოში ყველა ადამიანის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი, განუვითარებელი ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც დამოკიდებული არიან უკრაინულ მარცვლეულზე“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

amo დებილი უნდა იყოს, რომ არ გაოიყენოს. დაასრულეთ ომი.
2 წლის უკან