ალექსანდრე კრევო-ასათიანი: დღეს მხოლოდ „ოცნებას“ შეუძლია სააკაშვილი გაათავისუფლოს და სწორედ ამიტომ საჭიროა მთავრობის კონკრეტულ წევრებზე ზეწოლა

ალექსანდრე კრევო-ასათიანი: დღეს მხოლოდ „ოცნებას“ შეუძლია სააკაშვილი გაათავისუფლოს და სწორედ ამიტომ საჭიროა მთავრობის კონკრეტულ წევრებზე ზეწოლა

დღეს მხოლოდ „ოცნებას“ შეუძლია სააკაშვილი გაათავისუფლოს და სწორედ ამიტომ საჭიროა მთავრობის კონკრეტულ წევრებზე ზეწოლა - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა, ენმ-ს საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე კრევო-ასათიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მე სურვილი მაქვს მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და ასევე ჯანმრთელი. პრეზიდენტი რას გააკთებს და როგორ გააკეთებს ეს არავინ არ იცის, ეს მხოლოდ თვიონ იცის. რაც საჯაროდ აქვს ნათქვამი არის ის, რომ არ შეიწყალებს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთი კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. დღეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია თეორიულად გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და სწორედ ამიტომ საჭირო არის ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“. საქართველოზე ზეწოლა არავის უნდა რუსეთის გარდა, მაგრამ ჩვენ გვინდა მთავრობის კონკრეტულ წევრებზე იყოს ეს ზეწოლა“, - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

amo ბევრი უსამართლო ადამიანი დაბოგინობს დედამიწაზე.
2 წლის უკან