ავთანდილ მარგიანი საქართველოდან არ გაქცეულა

ავთანდილ მარგიანი საქართველოდან არ გაქცეულა

7 თებერვალს, საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერს ავთანდილ მარგიანს მაფიოზურ კავშირებში დასდეს ბრალი.

კერძოდ კი, პრესკონფერენციაზე ეს გააკეთა ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაჩეჩილაძემ.

მისი სიტყვებით, საქართველოს ვიცე-პრემიერად ყოფნისას ავთანდილ მარგიანი ხელს უწყობდა ფირმებს „მედიკოსი“ და „საბა“ ლიცენზიის მიღებაში სახღვარგარეთ ხე-ტყის გასაზიდად.

გიორგი გაჩეჩილაძემ ხაზი გაუსვა, რომ ყოფილმა მინისტრთა კაბინეტმა არათუ ყურად იღო ზოგიერთი დეპუტატის მოთხოვნა ხე-ტყის რეექსპორტის გაუქმების შესახებ, არამედ მისი ექსპორტის ნებართვაც დაუშვა.

ხმები ავთანდილ მარგიანის დაპატიმრებაზე სანქციის გაცემისა და მისი მოსკოვში გაქცევის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. ასე განუცხადა ბი-ჯი-აის კორესპონდენტს ბლოკ „პროგრესის“ პრესცენტრის ხელმძღვანელმა გია არევაძემ. მისი სიტყვებით, ეს ხმები 27, 28 იანვრის სამთავრობო თათბირის შემდეგ გაძლიერდა, სადაც პრეზიდენტმა ყოფილ მინისტრთა კაბინეტში კორუფციის არსებობის საკითხი დააყენა.

გია არევაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი ავთანდილ მარგიანი ამჟამად კოდორის ხეობაში იმყოფება, ამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით. იგი თავს შესანიშნავად გრძნობს და არავითარი საფუძველი არ გააჩნია საქართველოდან გასაქცევად.