ვატო შაქარიშვილი: საქართველომ გაიმარჯვა და ეს ყოველთვის ასე იქნება - ქართველი ხალხის, უმრავლესობის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა

ვატო შაქარიშვილი: საქართველომ გაიმარჯვა და ეს ყოველთვის ასე იქნება - ქართველი ხალხის, უმრავლესობის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა

საქართველომ გაიმარჯვა და ეს ყოველთვის ასე იქნება, - განაცხადა მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა.

„ქართველი ხალხის, უმრავლესობის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა. ვერც კელი დეგნანი, ვერც ჟორიკა რურუა და ვერც სალომე ზურაბიშვილი. რაც არ უნდა დააფინანსონ, რაც არ უნდა პროვოკაციები მოგვიწყონ“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

„ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის ფესტივალის“ გამართვა იყო დაანონსებული, ღონისძიების მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, პოლიციასა და პრაიდ ფესტივალის გამართვის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.