8 ივლისს დაგეგმილ პრაიდის ფესტივალს, მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი გამოეხმაურა. შაქარიშვილი ლისის ტბის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის მესაკუთრეებს მოუწოდებს, რომ პრაიდის ჩატარების უფლება არ გასცენ.
„იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრეები არ მიიღებენ სასწრაფო გადაწყვეტილებას და არ ჩაშლიან ამ ე.წ. ფესტივალს საკუთარ მიწაზე, ქართული საზოგადოება, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიკრიბება ფიზიკურად მიმდებარე ტერიტორიაზე და გააკეთებს ყველაფერს მშვიდობიანი გზებით, რომ არასდროს საქართველოში არ მოხდეს პრეცედენტი იმისა, რომ საჯარო სივრცეში ჩატარდეს ეს ე.წ. ლგბტ ფესტივალი“, - განაცხადა შაქარიშვილმა.