ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, კიტ ჰარინგტონსა და როუზ ლესლის მეორე შვილი შეეძინათ. Game of Thrones-ის ვარსკვლავები ცოტა ხნის წინ პატარა გოგოს მშობლები გახდნენ. მსახიობების თქმით, ძალიან უხარიათ, რომ ოჯახში პატარა გოგოც ეყოლებათ. შეგახსენებთ, რომ წყვილს ვაჟი 2021 წელს შეეძინა.
კიტ ჰარინგტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ცდილობდა, მისი ვაჟი დის დაბადებისთვის მოემზადებინა. მსახიობის თქმით, როუზის მუცელზე მიუთითებდა და შვილს ეუბნებოდა, რომ იქ მისი პატარა დაა, რომელსაც მალე შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ კიტ ჰარინგტონმა და როუზ ლესლიმ ერთმანეთი Game of Thrones-ის გადაღებებზე გაიცნეს. 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ მსახიობებმა დაქორწინება გადაწყვიტეს, რის შესახებაც საზოგადოებამ 2017 წელს გაიგო.
კიტისა და როუზის მეორე შვილის შესახებ მაყურებელმა რამდენიმე თვის წინ გაიგო. "ისე უცებ მოხდა ეს ყველაფერი, უზომოდ ბედნიერები ვართ", — განაცხადა კინ ჰარინგტონმა. ამ ეტაპზე ბავშვის სახელისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.