რატი ბრეგაძე: სასჯელის აღსრულება არ არის შურისძიება, შურისძიება იყო ის, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში პატიმრებს აბამდნენ მიცვალებულებზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეთანამშრომლათ ადმინისტრაციასთან

რატი ბრეგაძე: სასჯელის აღსრულება არ არის შურისძიება, შურისძიება იყო ის, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში პატიმრებს აბამდნენ მიცვალებულებზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეთანამშრომლათ ადმინისტრაციასთან

სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პატიმრებს აბამდნენ მათ შორის მიცვალებულებზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეთანამშრომლათ ადმინისტრაციასთან, დღეს პენიტენციურ დაწესებულებებში არათუ ვინმეს ურტყამენ, ან ხელკეტით სცემენ, ადამიანები იხდიან სასჯელს და შეუძლიათ ციხეში დამზადებული პროდუქცია გაყიდონ, - ამის შესახებ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, რას ფიქრობს იმ განცხადებებზე, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შურისძიების ობიექტია.

„სასჯელის აღსრულება არ არის შურისძიება, შურისძიება იყო მსჯავრდადებული სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები კარგად მოგეხსენებათ, როდესაც პატიმრებს აბამდნენ მათ შორის მიცვალებულებზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეთანამშრომლათ ადმინისტრაციასთან. დღეს პენიტენციურ დაწესებულებებში არათუ ვინმეს ურტყამენ, ან ხელკეტით სცემენ, ადამიანები იხდიან სასჯელს და შეუძლიათ ციხეში დამზადებული პროდუქცია გაყიდონ და თქვენც მოგიწოდებთ, შეიძინოთ თუნდაც ონლაინ პატიმრების დამზადებული პროდუქცია. ასევე შეუძლიათ ციფრული უნივერსიტეტის მეშვეობით ისწავლონ საქართველოს უნივერსიტეტებში და ასევე კიდევ ერთს გეტყვით, სულ რამდენიმე დღის წინ გავხსენით იუსტიციის სახლები რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში და სახელმწიფო მომსახურებას იღებენ პატიმრები ადგილზე, საპატიმრო დაწესებულებიდან გაუსვლელად, წარმომადგენლის მეშვეობით. მათ შორის რესოციალიზაციის საკითხებზე ვატარებთ მსოფლიო კონგრესს. თუ ვინმე საუბრობს რაიმე სახის შურისძიებაზე, თუ ეს არის შურისძიება, რომ ადამიანი ერთი წელი, თუ ცოტა მეტი იმყოფება კლინიკაში, შექმნილი აქვს ყველა პირობა სამკურნალოდ, წარმოუდგენელი რამეა“, - განაცხადა მინისტრმა.