სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nike-ი, ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ბრენდის წარმოებაში დაბრუნებას გეგმავს. გაყიდვიდან მიღებული წილი 2020 წელს ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის ოჯახს გადაეცემა.
Nike-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ დონაჰოს ინფორმაციით, კობის ხაზის ხელახალი გაშვება მიმდინარე წლის 24 აგვისტოდან იგეგმება. თარიღი კალათბურთელის დაბადების დღისა და Los Angeles Lakers-ში მისი მაისურის ნომრიდან გამომდინარე შეირჩა.