“არასდროს არის გვიანი გახდე დედა, ეს ღვთის საჩუქარია” – 53 წლის ნაომი კემპბელი მეორე შვილის დედა გახდა

“არასდროს არის გვიანი გახდე დედა, ეს ღვთის საჩუქარია” – 53 წლის ნაომი კემპბელი მეორე შვილის დედა გახდა

“შავ პანტერად” და “პოდიუმის დედოფლად” წოდებული ვარსკვლავი, 53 წლის სუპერმოდელი ნაომი კემპბელი მეორე შვილის დედა გახდა. ვარსკვლავმა პირველი შვილის, გოგონას დაბადების შესახებ საზოგადოებას 2021 წლის მაისში ამცნო, ამჟამად კი სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ფოტო და აღნიშნა, რომ ის უკვე მეორე შვილის, ამჟამად ბიჭის დედა გახდა. მოდელმა აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა ამ გადაწყვეტილებაზე და ძალიან უნდოდა, რომ დედა გამხდარიყო.

”როგორი დიდი პატივია, ეს ღვთის საჩუქარია, არასდროსაა გვიანი გახდე დედა, თავს კურთეულად ვგრძნობ, ახლა ხომ უკვე ბიჭიც მყავს”.

“გულის სიღმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ მშობელი გავხდებოდი, ეს უდიდესი ბედნიერებაა, შეგრძნება, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეცადა”.