აშშ-ში წლის ყველაზე უშნო ძაღლი აირჩიეს

აშშ-ში წლის ყველაზე უშნო ძაღლი აირჩიეს

7 წლის ხვადი სკუტერი მსოფლიოს ყველაზე უშნო ძაღლის გამოსავლენად ჩატარებული ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ტელეშოუ Today იტყობინება.

სკუტერი ჩინური ქოჩორა ჯიშის წარმომადგენელია და დეფორმირებული უკანა თათებით დაიბადა. ლეკვს დაძინებას უპირებდნენ, მაგრამ ის ერთ-ერთმა ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციამ გადაარჩინა. მას შემდეგ ძაღლს ორგანიზაციის ერთ-ერთ თანამშრომელი ზრდიდა, ახლა კი სკუტერი ახალ პატრონთან ცხოვრობს.

მსოფლიოს ყველაზე უშნო ძაღლის გამოსავლენად კონკურსი აშშ-ში, კალიფორნიის შტატ პეტალუმში უკვე 50 წელია ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, კონკურსი დეფექტიან ძაღლებს პატრონების პოვნაში ეხმარება და აჩვენებს, რომ სიყვარულს ყველა ძაღლი იმსახურებს.

შარშან კონკურსის გამარჯვებული ჩინური ქოჩორასა და ჩიუაუას მეტისი მისტერ ჰეფი ფეისი გახდა.