აუქციონზე Bonhams ბრიტანელი მწერლის, საკულტო საგის „ბეჭდების მბრძანებელი“ ავტორის, ჯონ ტოლკინის 1955 წლით დათარიღებული წერილი $20,5 ათასად გაიყიდა. ინფორმაცია ამის შესახებ აუქციონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
წერილის ადრესატი მის ფ. ლ. პერია - ავტორის ერთ-ერთი პირველი თაყვანისმცემელი, რომელიც მას „ბეჭდების მბრძანებლის“ შესახებ წერდა. საპასუხო წერილში ტოლკინი ტრილოგიაზე მუშაობის პროცესზე წერს და მოგზაურობებზე საუბრისას საკუთარ თავს ჰობიტს (ტოლკინის გამოგონილ სამყაროში მცხოვრები არსებები) ადარებს.
„ზოგადად არც თუ ისე ძალიან მიყვარს ხალხი, ამიტომ ცარიელ ქვეყნებზე ვოცნებობ. მაგრამ მორცხვი ვარ და არა ისეთი მამაცი, როგორც ჩემი სურვილები. როდესაც ჩნდება პერსპექტივა შევხვდე სირთულეებს და უარის თქმა მომიწიოს ნაცნობ საჭმელსა და თამბაქოზე, შფოთვის გარდა სხვას ვერაფერს ვგრძნობ“, - წერს ავტორი და დასძენს, რომ ასეთი დახასიათება ჟღერს როგორც „ჰობიტის ზუსტი აღწერა“.