„ალია“,4-5 მარტი, 2003 წელი
„სტუდენტები ვაცხადებთ, რომ ბოლომდე დავიცავთ სვეტიცხოველს და ქართულ ეკლესიას იმ ადამიანებისაგან, რომელთათვისაც რესტორნები და საუნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჯვარი და სვეტიცხოველი“ - ნათქვამია სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს და ყველა სტუდენტს გაეგზავნება.
სტუდენტთა განცხადებით, მცხეთის გუბერნატორი და გამგებელი მცხეთის მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად ბინძურ ხერხებს მიმართავენ.
„ისინი ხალხში ხმებს ავრცელებენ, რომ საპატრიარქოს მცხეთის წმინდა ქალაქად გამოცხადება სურს, რათა იქიდან ხალხი გამოასახლოს.
აქედან გამომდინარე, ეს ე.წ. „უკმაყოფილოები“, რომელთა უმეტესობა გამგებელ-გუბერნატორის ნათესავი იქნება, 9 აპრილს სვეტიცხოვლის ეზოში საპროტესტო აქციას გამართავენ მცხეთის წმინდა ქალაქად გამოცხადებისადმი პროტესტის ნიშნად“, - აღნიშნეს მათ.
1211
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85