კახა კალაძე: ვინც გვარწმუნებდა, რომ სააკაშვილი კვდებოდა, ამბობდნენ, თითქოს ის ხელისუფლებამ მოწამლა, კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყონ და ბოდიში მოიხადონ იმ სიბინძურის გამო, რასაც ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ

კახა კალაძე: ვინც გვარწმუნებდა, რომ სააკაშვილი კვდებოდა, ამბობდნენ, თითქოს ის ხელისუფლებამ მოწამლა, კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყონ და ბოდიში მოიხადონ იმ სიბინძურის გამო, რასაც ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ

ვინც გამოდიოდა და გვარწმუნებდა, რომ სააკაშვილი კვდებოდა, ამბობდნენ, თითქოს ის ხელისუფლებამ მოწამლა, კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყონ და ბოდიში მოიხადონ იმ სიბინძურის გამო, რასაც ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„სააკაშვილი პოლიტიკისგან შორს არასდროს ყოფილა. ეს უბრალოდ პიარკამპანიის ნაწილი იყო. მაშინ ასე აწყობდათ, თითქოს პოლიტიკაში არ ერეოდა. რეალურად, მას ამის უფლება კანონით არ აქვს, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეა. წარმოგიდგენიათ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავად განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს?! ეს ადამიანი გამოდის და პრეტენზია აქვს იმაზე, რომ პოლიტიკაში იქნება ჩართული. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუყურებდით იმ ბინძურ პიარკამპანიას, რაც ქვეყნის წინააღმდეგ იყო აგორებული და მილიონები დახარჯეს ამაში მან, მისმა გარემოცვამ, ოჯახის წევრებმა. ისინი დაკავებული იყვნენ ქვეყნის შეურაცხყოფით, ტალახის სროლით. ამ პროცესში ჩართული ჰყავდათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, კონკრეტული პოლიტიკოსები. მაინტერესებს ერთი რამ, ამ კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ვინც გამოდიოდა და ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას გვარწმუნებდნენ, რომ ეს ადამიანი კვდებოდა, ამბობდნენ, თითქოს ხელისუფლებამ სააკაშვილი მოწამლა და ა.შ. კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყონ და ბოდიში მოუხადონ საქართველოს მოსახლეობას იმ სიბინძურის გამო, რასაც ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ“,- აღნიშნა კალაძემ.