ირაკლი კობახიძე: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და მას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით

ირაკლი კობახიძე: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და მას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით

მე მჯერა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც გვარამიას საქმეში ჩართული მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას არ დაუშვებს.

„ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ უხეშად ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, იმის საშუალებას სხვასაც ვერ მივცემთ. ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს 2012 წლამდე. მაშინ იყო მართლმსაჯულება პოლიტიზებული და ვისაც როგორ უნდოდა - ვგულისხმობ ხელისუფლებას და მის პატრონებს, ისე ერეოდნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა არის განსხვავებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს იგივე „ნაცმოძრაობას“ და იგივე მათ პატრონებს ვერ მივცემთ საშუალებას ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და მას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით“, - განაცხადა კობახიძემ.