არაფორმალური მმართველი თუ არაფორმალური ჩრდილოვანი პრემიერმინისტრობის კანდიდატი იქნება, თუ როგორ წარმოუდგენიათ საერთოდ ეს არ ვიცი, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„თხოვნა, რომ საქართველოს მოქალაქეობა დაებრუნებინათ, მე მგონი პოლიტიკურად უფრო სწორი იქნებოდა. მათ შორის იმიტომ, რომ ეს გარკვეულწილად აღიარება იქნებოდა, რომ თავის დროზე შეცდომა დაუშვა. ეს იქნება არაფორმალური მმართველი თუ არაფორმალური ჩრდილოვანი პრემიერმინისტრობის კანდიდატი, თუ როგორ წარმოუდგენიათ საერთოდ ეს არ ვიცი“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.