კახა კალაძე ნიკა გვარამიას საქმეზე: როდესაც საქმე ეხება დანაშაულს, რაიმე თანამდებობა, პოლიტიკოსის, ბიზნესმენის ან ტელევიზიის მფლობელის სტატუსი ვერ იქნება ერთგვარი ფარი

კახა კალაძე ნიკა გვარამიას საქმეზე: როდესაც საქმე ეხება დანაშაულს, რაიმე თანამდებობა, პოლიტიკოსის, ბიზნესმენის ან ტელევიზიის მფლობელის სტატუსი ვერ იქნება ერთგვარი ფარი

როდესაც ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას საქმიანობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც საქმე ეხება დანაშაულს, რაიმე თანამდებობა, ან პოლიტიკოსის თუ ბიზნესმენის სტატუსი, ტელევიზიის მფლობელის სტატუსი, ეს ვერ იქნება ერთგვარი ფარი. როდესაც ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას საქმიანობს. თუ არის დანაშაული, აუცილებელია იყოს პასუხისგებაც“, - აცხადებს კალაძე.