გოგა ხაინდრავა: 2 მონსტრი დაეტაკა ერთმანეთს - აშშ და რუსეთი და ამას უკვე შეეწირა უკრაინა

გოგა ხაინდრავა: 2 მონსტრი დაეტაკა ერთმანეთს - აშშ და რუსეთი და ამას უკვე შეეწირა უკრაინა

2 მონსტრი დაეტაკა ერთმანეთს - აშშ და რუსეთი და ამას შეეწირა უკვე ეს ქვეყანა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.

„29 მილიონი ადამიანია გადაადგილებული, 9 მილიონი ევროპაში წავიდა. განადგურდა ინფრასტრუქტურა და ეკოლოგიური კატასტროფაა, რომელიც ჩვენც გვემუქრება. როგორც ჩანს, რაც ხდება კახოვკის კაშხალთან დაკავშირებით, ის შავ ზღვამდე ჩამოვა და უამრავ სიბინძურეს ჩამოიტანს. 60 000 ჭურვი სკდება ყოველდღიურად. ერთი ქვეყანა მაინც, აშშ ან ევროკავშირი, გამოვიდა და თქვა, რომ იქნებ გავაჩეროთ ეს ომი? არა, უკრაინა მოიგებსო და რას მოიგებს უკრაინა?“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

mamuka უკრაინამ უკვე "მოიგო" ეს უდიდესი "გამარჯვებაა", მთელმა მსოფლიომ გაიგო კიდევ ერთხელ რომ რუსეთი ოკუპანტია....და რამდენჯერ უნდა დაინახონ მაინც არ ყოფნით დასაჯერებლად, მერე ისევ მიუცუცქდებიან რუსებს და გადატვირთვის პოლიტიკას შესთავაზებენ, გლადიატორები კი კვდებიან და კვდებიან.....
2 წლის უკან