რაც დღეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა ზუსტად იმას ადასტურებს რასაც საქართველოს ხელისუფლება, მისის სხვადასხვა წარმომადგენელი და პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილი მთელი ამ თვეების განმავლობაში ლაპარაკობს, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„როდესაც ყოფილი ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეიძლება შევიდესო ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის ჯარებიო, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ზუსტად ეს უნდოდათ საქართველოსთვის და ეს არ გამოუვიდათ“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
ანდერს ფოგ რასმუსენი ვარაუდით, თუ კიევი ვილნიუსის სამიტზე უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს ვერ მიიღებს, ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ შესაძლოა უკრაინაში საკუთარი ჯარები გაგზავნოს