შს სამინისტროში ლიტვის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

შს სამინისტროში ლიტვის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იონას პასლაუსკასს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იონას პასლაუსკასს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.