გერმანელი ექსპერტი ქართულ ციხეებში სისტემურ დანაშაულს სწავლობს

გერმანელი ექსპერტი ქართულ ციხეებში სისტემურ დანაშაულს სწავლობს

სისტემური დანაშაულის შესასწავლად და მისთვის სამართლებლივი შეფასებების მისაცემად, საქართველოში გერმანელი ექსპერტი იმყოფებოდა. ევროპელი სპეციალიტის მოწვევა სისტემური დანაშაულის შეფასების კუთხით გამოცდილების არარსებობამ განაპირობა. ამ მხრივ გერმანელებს კარგი გამოცდილება აქვთ, გაერთიანდა რა ორი გერმანია, აღმოსავლეთ გერმანიაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები იქნა შესწავლილი და ამ მხრივ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ საქართველოსთვის ეს მასშტაბები, რაც გამოძიების დროს გამოვლინდა, არის უპრეცედენტო, შესაბამისად, კვალიფიკაციის მხრივ დანაშაულისთვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემისთვის პროკურატურამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ დახმარება ევროპელი პარტნიორებისათვის ეთხოვა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი პოზიცია და შეფასებები, მაგრამ ჩვენი უცხოელი კოლეგების შეფასებებიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი,”- განაცხადა for.ge-სთან საუბრისას მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ წერეთელმა.

პირველად საქართველოს ისტორიაში საგამოძიებო უწყება სასჯელაღსრულების სისტემაში წლების განმავლობაში ჩადენილ სისტემურ დანაშაულს იძიებს, რომლის ფარგლებშიც უკვე დაიკითხა 3000–ზე მეტი პატიმარი და ციხის ასეულობით თანამშრომელი. პატიმრები და ციხის ათეულობით თანამშრომელი თავის ჩვენებებში ადასტურებენ, რომ გასული წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს და პატიმრებზე ზემოქმედების მიზნით გამოიყენებოდა არაადამიანურ მოპყრობის მეთოდები.

2013 წლის 25 ივლისს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების სამინისტროს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის ცალკეულ პირთა მიერ სამსახურეობრივი გულგრილობის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე. პატიმართა ფიზიკური შეურაცხყოფისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებამ, მოწმის სახით, უკვე დაკითხა სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, რაც შეეხება დიმიტრი შაშკინს, მას გამოძიება უახლოეს დღეებში დაკითხავს. ამავე საქმეზე, უახლოეს დღეებში, მოწმის სტატუსით, ასევე, დაიკითხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბაჩანა ახალაია.

როგორც ცნობილია, წლების განმავლობაში, პატიმართა ცემა-წამებასა და არადამიანური მოპყრობის ფაქტებს ადგილი ჰქონდა სასაჯელაღსრულების თითქმის ყველა დაწესებულებაში და იგი ხორციელდებოდა სისტემურად, ჯგუფურად, რამდენიმე წლის მანძილზე, ყოველდღიურად, სხვადასხვა საშუალებებითა და მეთოდებით, როგორც საკანებში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულების ღია ტერიტორიაზე. მოძალადეები კი ამავე დაწესებულების მაღალჩინოსნები იყვნენ. შესაბამისად, ძალადობის ეს ფაქტები რჩებოდა სათანადო რეაგირების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტები რეგულარულად აისახებოდა სახალხო დამცველისა და საერთაშორისო უფლედამცველი ორგანიზაციების ანგარიშში.

რეკორდული მაჩვენებელს მიაღწია როგორც პატიმართა რაოდენობამ, ასევე - სიკვდილიანობამ. გარდაცვალების მიზეზად ყველა შემთხვევაში სამინისტრო გულ-სისხძარღვთა მწვავე უკმარისობას ასახელბდა. თუმცა, საპირისპიროს ამბობდა გარდაცვლილთა სხეულზე არსებული ძალადობის ფაქტები. 8 წლის განმავლობაში ქართულ რეფორმირებულ ციხეში 794 ადამიანია გარდაცვლილი.

სტატისტიკური მონაცემებით, 2003 წელს 52 პატიმარი გარდაიცვალა; 2004 – 43; 2005 -47; 2006-92; 2007-100; 2008-90; 2009-90; 2010-144; 2011-132; 2012-67 და 2013-16. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის მარტის თვეში 21 ადამიანი გარდაიცვალა, ოფიციალური ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძართვთა მწვავე უკმარისობა გახდა. გარდა ამისა დაფიქსირდა 36 თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა აქედან ნაწილზე ძალიან სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ ისინი არიან მოკლულები და შემდეგ ჩამოკიდებულები. მარტო 2008 წელს, 8 თვითმკვლელობა მოხდა. დადგენილია ნაძალადევი სიკვდილის 52 ფაქტი.

ასეულობით ადამიანი დასახიჩრებულია ძალადობის შედეგად, მხოლოდ ხერხემალზე, ცემის შედეგად მიყენებული მძიმე დაზიანებებით 298 მსჯავრდებულია იდენტიფიცირებული. 38 ადამიანს ცემის გამო ყურის აპკი აქვს დაზიანებული, სახის ძვლებისა და მათ შორის ცხვირის მოტეხილობებით იდენტიფიცირებულია 55 მსჯავრდებული, 150-ზე მეტ პატიმარს ცემის შედეგად შეზღუდული აქვს შესაძლებლობები ან ეტლს არის მიჯაჭვული; 66 მსჯავრდებული ფსიქიურად დაავადდა. ისინი უკვე გადაყვანილი არიანია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

სასაჯელაღსრულების მინისტრის მოდაგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამ ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიმართა პროკურატურას, მათი ნაწილი პროკურატურამ აღიარა სისტემის მსხვერპლად.

„რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზებს, გარდაცვლილთა აბსოლუტურ უმრავლესობას გარდაცვალების მიზეზად უწერია გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა. სიკვდილის უშუალო მიზეზი ხშირ შემთხვევაში ნამდვილად არის გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკამრისობა, მაგრამ ეს არაა დაავადება და სიკვდილის მიზეზი. გულ-სისხლძარღვთა უკამრისობა ეს არის მგომარეობა, რომელიც ბოლო ეტაპზე ვითარდება, ამიტომ მისი მიჩნევა როგორც გარდავცალების მიზეზი, არის არაზუსტი არა არაობიექტური“, - აცხადებს თალაკვაძე.

მისივე თქმით, 6 ათასზე მეტი საჩივარია პროკურატურაში შესული. ეს არის ცალკეული შემთხვევევი, როდესაც ზოგი სადრაფში, ზოგი საკანში, ზოგი დერეფანში,ზოგი პროზექტურაში იყო ნაწამები და შედეგიც სახეზეა. როგორც თალაკვაძე ამბობს, ყველა ამ საქმეში სხვადასხვა პირები იყვნენ ჩართული და ბუნებრივია, გამოძიება თითოეულ შემთხვევაზე მიმდინარეობს.

„დღეს, ვერ იპოვით ვერც ერთ დაწესებულებაში ფაქტს, სადაც ადამიანებს აწამებენ, სადაც ადამანეს სცემენ და იღებენ დაზიანებას ძალადობის შედეგად. ის ფაქტი, რომ გლდანში ადამიანებს დღის განმავლობაში უკეცავდნენ საწოლებს და ჩამოჯდომაც კი ეკრძალებოდათ, ეს არაა ჩვენი მიდგომა. ჩვენი მიდგომაა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ფიზიკური აქტივობის საშუალება, ჰყავდეთ ფსიქოლოგი, რომ მოუგვარდეთ მათ ფსიქიკური პრობლემები, ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ჯანდაცვაზე. ჩვენ არ ვმოქმედებთ ადამიანების განადგურებისა და მათი განეიტრალების პრინციპით. ჩვენ ვმოქმედებთ ცვლილებების პრონციპით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას არჩილ თალაკვაძე.