შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში სხვადასხვა სასტუმროების და საუნის დროებით მფლობელებს: 1973 წელს დაბადებულ ციცინო კ–ს, 1967 წელს დაბადებულ ფატიმა ა–ს, 1954 წელს დაბადებულ მარიამ ბ–ს, 1976 წელს დაბადებულ ნინო დ–ს, 1953 წელს დაბადებულ ლუიზა კ–ს, 1967 წელს დაბადებულ მარინე შ–ს, 1959 წელს დაბადებულ დარეჯან ა–ს და 1954 წელს დაბადებულ მერაბ ა–ს ბრალი პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ფაქტზე წაუყენეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში, გოგოლის, ცისკარიშივლის, გორგასლის, ხევძმარის, ნეველის ქუჩებსა და კახეთის გზატკეცილზე მდებარე სასტუმროებში პროსტიტუციისათვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდნენ.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254–ე მუხლით მიმდინარეობს.