„ქართული პარტია" „მიხეილ სააკაშვილის დანაშაულთა შავ წიგნს" გამოსცემს.
ეს გადაწყვეტილება პარტიის ხელმძღვანელებმა ჟენევაში გამართულ სესიაზე მიიღეს.
„მიხეილ სააკაშვილის დანაშაულთა შავი წიგნი" რამდენიმე ენაზე ითარგმნება, მას ფოტომასალაც დაერთვება, მის გავრცელებაზე კი ლობისტური ორგანიზაციები იზრუნებენ.
ჟენევაში „ქართული პარტიის" ლიდერები: სოზარ სუბარი, ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე და ეროსი კიწმარიშვილი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლის დროსაც სპეციალური ფონდის შექმნა გადაწყდა.
„მიხეილ სააკაშვილის დანაშაულთა შავი წიგნი" სწორედ ფონდის სახსრებით გამოიცემა.