შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული ბესიკ მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბესიკ მ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. საგამოძიებო მოქმედების დროს დაკავებულის კუთნილი სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „კალაშნიკოვის “-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).