მიხეილ სარჯველაძე – „ნაციონალური მოძრაობაში“ ძირეული პრობლემაა, რომ ისინი ვერ გადაეჩვივნენ მუსკულებზე ყურებას, მით უმეტეს მაშინ, როცა არავითარი საფუძველი არ აქვთ, ივარაუდონ, რომ ეს მუსკულები აქვთ
მე მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს ძალიან ძირეული პრობლემა დაკავშირებული იმასთან, რომ ისინი ვერ გადაეჩვივნენ მუსკულებზე ყურებას, მით უმეტეს მაშინ, როცა არავითარი საფუძველი არ აქვთ, ივარაუდონ, რომ მათ ეს მუსკულები აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ გივი თარგამაძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უმჯობესია, „ნაციონალური მოძრაობა“ შეეგუოს რეალობას, რომელშიც უწევთ ცხოვრება.
„მუქარებს, რომლის მთავარი დანიშნულება გახლავთ, რაღაცნაირად შექმნან შთაბეჭდილება, თითქოსდა ნოყიერი ნიადაგია დესტრუქციული გეგმების განხორციელებისთვის, უმჯობესია, დროულად მიხვდნენ, შეუძლებელია, რადგან სახელმწიფო დღეს არის იმდენად ძლიერი და წელში გამართული, რომ ასეთი მუქარებისა არ შეიძლება ეშინოდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანი, რაც მათ უნდა ახსოვდეთ აუცილებლად, ეს არის, რომ მათი შემოთავაზებული ეს სისხლიანი რევოლუციები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეიძლება ეწერებოდეს საქართველოს მოსახელობის ინტერესებში. როდესაც საზოგადოება მათ ზურგს აქცევს, ბრალეულობა სხვაგან კი არ უნდა ეძებონ, საკუთარი განცხადებების მიზეზით არის ხოლმე რომ დღითიდღე კლებულობს მათი რეირინგი, ამის გამოა, რომ ემართებათ ის, რაც დაემართათ მაგალითად თუნდაც შიდაპარტიული არჩევნების სახით“, – განაცხადა სარჯველაძემ.