გრიგორიადისის მამის ქმედებები არის აბსოლუტურად მიუღებელი. მგონი მან ძალიან კარგად უნდა გაიაზროს ის, თუ რამ უბიძგა მის შვილს ასეთი მძიმე სავარაუდო დანაშაულების ჩადენისკენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მგონი გრიგორიადისის მამა საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს. შეიძლება გრძნობს კიდეც და ამიტომ მოქმედებს არარელევანტური ფორმებით. ყოველ შემთხვევაში, მისი ეს ქმედებები არის აბსოლუტურად მიუღებელი. მგონი მან ძალიან კარგად უნდა გაიაზროს ის, თუ რამ უბიძგა მის შვილს ასეთი მძიმე, სავარაუდო დანაშაულების ჩადენისკენ. რეალურად ეს კაცი უნდა იყოს დაკავებული, თუმცა, ეს მისი საქმეა“, - აღნიშნა კობახიძემ.