ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვაფასებთ იმ მაღალი დონის თანამშრომლობას, რომელიც პრაქტიკულად ისტორიულ მაქსიმუმზეა საქართველოსა და ნატოს შორის

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვაფასებთ იმ მაღალი დონის თანამშრომლობას, რომელიც პრაქტიკულად ისტორიულ მაქსიმუმზეა საქართველოსა და ნატოს შორის

ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ხავიერ კოლომინასა და მთლიანად ნატოს მიმართ, რომ ისინი ძალიან მკაფიოდ უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და ასევე აფასებენ იმ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ამ ორგანიზაციასთან აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკასთან“ ხავიერ კოლომინას ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

„წელს ჩატარდება ნატოს სამიტი და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი აისახოს საბოლოო კომუნიკეში. ჩვენ ვაფასებთ იმ მაღალი დონის თანამშრომლობას, რომელიც პრაქტიკულად ისტორიულ მაქსიმუმზეა საქართველოსა და ნატოს შორის“, - განაცხადა ჩიქოვანმა.