მეუფე იაკობი: რუსეთმა გააუქმა სავიზო მიმოსვლა, აღადგინა ფრენები. რატომ მოხდა ასე?! ევროპარლამენტმა, როდესაც ევროკომისიას შესთავაზა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცა, ფაქტობრივად, მიგვაგდო რუსეთზე

მეუფე იაკობი: რუსეთმა გააუქმა სავიზო მიმოსვლა, აღადგინა ფრენები. რატომ მოხდა ასე?! ევროპარლამენტმა, როდესაც ევროკომისიას შესთავაზა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცა, ფაქტობრივად, მიგვაგდო რუსეთზე

რუსეთმა გააუქმა სავიზო მიმოსვლა, აღადგინა ფრენები. რატომ მოხდა ასე?! ევროპარლამენტმა, როდესაც ევროკომისიას შესთავაზა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცა, ფაქტობრივად, მიგვაგდო რუსეთზე, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა იმპერია, მთელი ეს პერიოდი ჩაგვრაში ვიყავით. ზოგს იაფი ავიაბილეთები მოსწონდა, ზოგს სხვა რაღაც, მაგრამ ერი როცა თავისუფალი არ ხარ და როცა არ შეგიძლია შენს ეკლესიაში, შენს ენაზე ჩაატარო მსახურება, თავისუფალი ვერ იქნები.

არის ცივილიზაციების ომი. არის რუსული ცივილიზაცია, რუსული იმპერიალიზმი და არის ასევე სხვა დახვეწილი ფორმის უკვე, სხვა იმპერიალიზმი ვუწოდოთ.

უკრაინაში რა ხდება?! რუსმა რა იცის, შიშველი ძალით დაეჯახოს, მიწები არ ყოფნის, დაავადებულია მიწებით. მაინც უკრაინა მოინდომა, მანამდე მადა საქართველოზე ჰქონდა გახსნილი. 1989 წელსაც შეგვიტია, სამოქალაქო ომი გამოიწვია, ეროვნული მოძრაობა რომ გაენადგურებინა, არა ეროვნული ძალები მოიყვანა სათავეში და მიზანსაც მიაღწია იმიტომ, რომ დადგა დრო და ჩვენს ერს, ჩვენი ხელისუფლების ვიღაც წევრები არ იქცეოდნენ ისე, როგორც საკუთარ ერს უნდა ექცეოდნენ და ქართველმა ერმა განაჩენიც გამოუტანა და მოიშორა. ეს არ იყო არჩევნების გაშვება, ეს იყო გაგდება და გაძევება.

რა ხდება დღეს: საქართველოს გზაო ევროკავშირშიაო, საქართველოს გზა პირველ რიგში, ქრისტესთან არის, პირველ რიგში ეს ევროკავშირმაც იცოდეს იმ დაბრმავებულმა ევროპარლამენტარმა, რომელიც ძალიან ცუდად გვექცევიან-ხოლმე.

დღეს რაც ხდება: რუსეთმა გააუქმა სავიზო მიმოსვლა, აღადგინა ფრენები. რატომ მოხდა ასე?! ევროპარლამენტმა, როდესაც ევროკომისიას შესთავაზა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცა, ფაქტობრივად, მიგვაგდო რუსეთზე. რუსეთი რას გააკეთებს იმათ პირველი პირების თავში ვინ ჩაიხედავს?! უნდა შეგზღუდავს, უნდა მიგიშვებს. რა უნდა გააკეთო, შენ დაუწესო რამე?!“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.