საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესს გამოეხმაურა.
„ომბუდსმენის არჩევის წესი იყო და გახსოვთ თქვენ ბულინგი ცალკეული ოპოზიციის წევრებისა, რაზეც თვითონ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ისაუბრა. მათი [ოპოზიციის] მთავარი ამოცანა და სურვილია, რომ ხელი შეუშალონ და თან უნდათ, რომ ამ ხელშეშლის შესახებ ყველამ არ შეიტყოს და ისე გამოვიდეს, თითქოს ხელისუფლებამ დააშავა. სინამდვილეში ისინი უშლიან ხელს, აფუჭებენ, მაგრამ არ უნდათ, რომ ავტორობის იარლიყი თვითონ მიიკრან“, - განაცხადა სარჯველაძემ.
რადიკალური ოპოზიცია ევროპულ რეკომენდაციებს ისევ ბოიკოტს უცხადებს. არ აპირებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის ასარჩევად კონსულტაციებში მონაწილეობას. კენჭისყრის მესამე ტური პარლამენტში 30 მაისს გაიმართება.