რამდენიმე თვეში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსი მოგცენ თუ არ მოგცენ. დღეს რომ ყვირი - მთავრობა რუსია, გაყიდულია, რუსია, რუსია... ევროპაში გიყურებენ და დაიჯერებენ. ახალგაზრდებსაც რომ იყოლიებენ. ახალგაზრდებს მინდა მივმართო: ვისი ბრალი იქნება რომ არ მოგცენ?!, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
„ვინ იბრძვის და რატომ იბრძვის უკრაინაში?! რა თქმა უნდა, რუსეთი შეიჭრა და ძალიან მძიმე დღეში ჩააგდო უკრაინა. ისევე როგორც ჩვენი 20% (მაგრამ ჩვენი არავის არ სტკივა, უკრაინის სტკივა და მართლა უნდა გტკიოდეს, რუსია თუ უკრაინელი). ვინმეს უნდა, რომ რუსეთი სულ გაანადგუროს?! თქვენ მაგის ილუზია გაქვთ?! რუსეთ-უკრაინის ომი რომ დასრულდება, მაგით მთავრდება ყველაფერი?! სხვა გეგმები არ არის, არ გაგრძელდება სხვაგან?! საქართველოსაც მოუწევს დადგომა, სადაც ძალადობაა, იქ არ გინდა დადგომა. უკრაინას რომ უჭირდა გაზსაც იღებდა რუსეთისგან, რუსეთთან მოლაპარაკებაზე მიდის, რომ თავის ხორბალი გაიტანოს და გაყიდოს.
ჩვენი ხელისუფლება ხომ არ იტყუება, ჩვენმა ხელისუფლებამ ბრძანა, რომ ხალხს რომ უჭირს და მძიმე სიტუაცია გვაქვს, ყველასთან ვაჭრობთო. პური რომ არ გაძვირდეს, შედარებით იაფი ხორბალი გინდა. დაგვეხმაროს დასავლეთი. უკრაინაში იმდენ ფულს სდებს, თუ ჩვენც პარტნიორები ვართ, დაგვეხმაროს და მათგანვე ვიყიდით, რასაც რუსეთს ვუხდით ფულს და დანამატი რაც იქნება, თავად გადაიხადონ.
რუსეთის პრეზიდენტმა რაღაც შეცვალა და გამოვარდნენ ჩვენთან, რა ხდებაო?! შენ ის არ ხარ 20% რომ ჩააბარე?! ჩააბარეს, გაყვეს საქართველო, რუსეთს მისცეს ბაზები და აქეთ არის დანარჩენი საქართველო. ჩვენ ძმა აფხაზებთან და რუსებთან, ჰო, არ გვინდა ომი და დავიდარაბა.
წარმოიდგინეთ უკრაინაში რაც ხდება, საქართველოში რომ ის მოხდეს, რუსის ბაზებიდან დანარჩენი საქართველო დაბომბონ და აქედან კიდე რუსის ბაზები ბომბო. ამ შემთხვევაში მარტო საქართველო ნადგურდება, რამდენი კაცი დარჩება საქართველოში მაცხოვრებელი?!
რამდენიმე თვეში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსი მოგცენ თუ არ მოგცენ. დღეს რომ ყვირი მთავრობა რუსია, გაყიდულია, რუსია, რუსია... ევროპაში გიყურებენ და დაიჯერებენ. ახალგაზრდებსაც რომ იყოლიებენ. ახალგაზრდებს მინდა მივმართო: ვისი ბრალი იქნება რომ არ მოგცენ?! ჰო, ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება. ესე იგი, ვინ არის რუსი?! დასავლეთი თუ იძახის, რომ რუსს აწყობს, ესენი ვინ გამოდიან?! წინა დღეებში დარბოდნენ ცოფიანი ნადირებივით. შეიძლება საქართველო ასეთ სიტუაციაში ჩავაყენოთ, ვინ ხართ, რა ავტორიტეტი გაქვთ?! გამოდიხართ და ვის უპირისპირდებით?! ხალხის არ გეშინიათ?! “. - განაცხადა მეუფე იაკობმა.