ლევან ბერძენიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ მოიჭრა თავი, ევროპასთან ასოცირების ნაცვლად, რუსეთთან და პუტინთან ასოცირებას გვთავაზობს

ლევან ბერძენიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ მოიჭრა თავი, ევროპასთან ასოცირების ნაცვლად, რუსეთთან და პუტინთან ასოცირებას გვთავაზობს

საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ მოიჭრა თავი, ევროპასთან ასოცირების ნაცვლად, რუსეთთან და პუტინთან ასოცირებას გვთავაზობს - ამის შესახებ პროფესორმა, ლევან ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ თავი შეირცხვინა იმიტომ, რომ საქართველოს ბედს ახლა არ წყვეტენ საქართველოში, გადაწყვეტილება მიიღო პუტინმა, მან თქვა, რომ ასე ინება და საქართველოს ხელისუფლებას არ აღმოაჩენდა არანაირი არგუმენტი გარდა იმისა, რომ  პუტინისთვის ეთქვა მადლობა, თითქოს დაავიწყდათ ვინ არის პუტინი, რა არის რუსეთი, რა რის ოკუპაცია და ა. შ...

საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ მოიჭრა თავი. თუ კი ვინმეს რაიმე ილუზია  ჰქონდა, რომ შეიძლება რაღაც შეცდომა იყო, ან რაღაც გაუგებრობა იყო, სრულიად ნათლად გამოიკვეთა, რომ ევროპასთან ასოცირების ნაცვლად საქართველოს ხელისუფლება გვთავაზობს რუსეთთან და პუტინთან ასოცირებას. პირველი რეისით ჩამოიყვანეს რუსეთის აგენტები ქართველები, რომელთა მოღვაწეობა რუსეთის სასარგებლოდ არანაირ ეჭვს არ იწვევს და ამ ხალხმა განგვიცხადა, რომ საქართველო არის პუტინის მადლიერი“,- აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

amo როგორ ატყობ ევროკავშირის კანდიდატის სტატუს მოგვცემენ?
2 წლის უკან
ცუგო- გულის ამრევია ეს ნაძირალა კაცი!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რა ვიცი თვალი და ყური კი შეაჩვია ქართველკმა ერმა ამ ნაძირალებს! ის კი არა სკოლებში და უმაღლესებში ამათ მიანდოთ ქვეყნის მომავალი თაობის აღზრდა! აბა ეს არის საქმე, ასე შეიძლება ყველაფრის წაყურისძირება?!