სულ რომ ჩაბარდე რუსეთს და პუტინს, ისინი არაფერ ტერიტორიას არ დაგიბრუნებენ. არასდროს დაიჯეროთ, მსგავსი არაფერი მოხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სულ რომ ჩაბარდე რუსეთს და პუტინს, ისინი არაფერ ტერიტორიას არ დაგიბრუნებენ, ეს არის ტყუილი. არასდროს დაიჯეროთ, მსგავსი არაფერი მოხდება.
იმიტომ გვინდა ევროკავშირში, რომ ტერიტორიული მთლიანობა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ბიზნესმენმა, ფადი ასლიმ განაცხადა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა. კითხვა, რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა, გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ, თუ მინდა, ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“.