„ვაგნერი“ აცხადებს, რომ ბახმუტი დაიპყრო, მაგრამ უკრაინული მხარის თქმით, ის კვლავ აკონტროლებს ქალაქის ნაწილს

„ვაგნერი“ აცხადებს, რომ ბახმუტი დაიპყრო, მაგრამ უკრაინული მხარის თქმით, ის კვლავ აკონტროლებს ქალაქის ნაწილს

რუსულმა დაქირავებული მებრძოლთა ჯგუფის „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა შაბათს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტზე, თვეების განმავლობაში სასტიკი ბრძოლების შემდეგ, სრული კონტროლი აიღეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ბრძოლა გრძელდება.

„ბახმუტის აღების ოპერაცია 224 დღე გაგრძელდა, - თქვა ევგენი პრიგოჟინმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებლის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს არ არის სიმართლე. ჩვენი დანაყოფები ბახმუტში იბრძვიან“, – განაცხადა ჩერევატიმ.

დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი მრავალი თვის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე ომის ყველაზე ხანგრძლივი შეტაკებების ცენტრია. რუსეთის ძალები დასახლების აღებას ივნისიდან ცდილობენ.