„მივლინება“ მთაწმინდის პანთეონში

„მივლინება“ მთაწმინდის პანთეონში

დავალება - მთლად იქ კი ნუ დავრჩები, მაგრამ ჩამოვიტანო ამბავი, ისევ არის იმათი საფლავები პანთეონში?

მივლინების შედეგები:

1. ლირიკული გადახვევა - თოვდა...

2. ამგვარ პიროვნებათა საფლავის ქვებზე თოვლი არ იყო გადაწმენდილი, მაშინ როცა სხვა ქვებზე თოვლიც გადაეწმინდათ და ყვავილებიც მოეტანათ. დათოვლილ საფლავის ქვებს თოვლს ვაცილებდი, წარწერები რომ მენახა და მიუხედავად იმისა, რომ იქ მყოფთა საეჭვო მზერას ვიმსახურებდი, მაინც შევასრულე დავალება.

3. გთავაზობთ სიას:

1) ეკატერინე ჯუღაშვილის საფლავი - ისევ არის.

2) მიხა ცხაკაიასი - არის.

3) სილიბისტრო თოდრიასი - არის.

4. ეკლესიის მესანთლემ მითხრა, მაგათ ქვებს ხშირად გადააგდებენ ხოლმე, ჩვენ კი ისევ ვასწორებთ, ხალხი მოდის და სირცხვილიაო.

5. ბანდის მეთაური ფილიპე - არ არის.

6. ფილიპე მახარაძის ნეშტი ნათესავებმა წაიღესო, მიპასუხა მესანთლემ. დანარჩენი სამი პირის ნათესავები ჯერ არ გამოჩენილან თურმე.

7. უზნეობაა საფლავებიდან მკვდრების ამოყრა, მაგრამ უარესი უზნეობაა, ესენი პანთეონში რომ განისვენებენ დიდ მოღვაწეთა გვერდით.

8. ალბათ უკვე მიხვდით, რომ „მთლად იქ“ არ დავრჩენილვარ...

9.რაკი დავბრუნდი, ვიცი, მალე შესაძლოა, მეორედ დამავალონ მთაწმინდაზე „მივლინებით“ ასვლა. ამჯერად წერაქვითა და ბარით ხელში.

იქნებ დამასწროთ ამ მიცვალებულთა ნათესავებმა და საჯოჯოხეთო სულები თავად განარიდოთ წმინდა სავანეს.