მამუკა მდინარაძე: ლევან ბერძენიშვილი არის ყინულმჭრელი ახალი მახინჯი ფსევდოლიბერალური მიმდინარეობის, რომელიც ებრძვის ეროვნულ იდენტობას და ყველაფერ ეროვნულს

მამუკა მდინარაძე: ლევან ბერძენიშვილი არის ყინულმჭრელი ახალი მახინჯი ფსევდოლიბერალური მიმდინარეობის, რომელიც ებრძვის ეროვნულ იდენტობას და ყველაფერ ეროვნულს

ლევან ბერძენიშვილი არის ყინულმჭრელი ახალი მახინჯი ფსევდოლიბერალური მიმდინარეობის, რომელიც ებრძვის ეროვნულ იდენტობას და ყველაფერ ეროვნულს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„თავად ლევან ბერძენიშვილი საუკუნეების წინანდელ აღიარებულ წმინდანებსა და გმირებს ებრძვის და ხელისუფლებას რომ ებრძოლოს, საერთოდ არ გაგვიკვირდება. ეს არის ადამიანი, რომელიც მთავარს ებრძვის - ეროვნულ იდენტობას და ყველაფერ ეროვნულს, შეურაცხყოფას აყენებს წმინდანებს. ის არის ყინულმჭრელი ახალი მახინჯი ფსევდოლიბერალური მიმდინარეობის, რომლებსაც სურთ, რომ ყველაფერი ეროვნული გახადონ, მაგალითად, რუსული. რაღაცას რომ იტყვი, რაც ქართულ ეროვნულ ინტერესებთან არის დაკავშირებული, მყისვე ცდილობენ, რომ ეს დააკავშირონ რუსულ საქმესთან. ლევან ბერძენიშვილი ერთ-ერთი არის მთავარი ყინულმჭრელი ამ ძალიან ცუდ, ანტიეროვნულ საქმეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც მას ფიზიკურად უნდა გაუსწორდეს. თუ რამე მცდელობა და მომზადება იყო, ამაზე სამართალდამცველები გაგვცემენ პასუხს“, - აცხადებს მდინარაძე.