ირაკლი კობახიძე: „სოროსის ფონდი“ პირდაპირ ჩართულია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ კამპანიაში, ასეთ დროს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ მათ ღონისძიებაზე მისვლა ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად ალოგიკური

ირაკლი კობახიძე: „სოროსის ფონდი“ პირდაპირ ჩართულია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ კამპანიაში, ასეთ დროს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ მათ ღონისძიებაზე მისვლა ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად ალოგიკური

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „სოროსის ფონდი“ პირდაპირ არის ჩართული კამპანიაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წარმოებს.

„სოროსის ფონდი“ თავიდანვე იმ კამპანიაში იყო ჩართული, რომელიც წარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. პირდაპირ, მათმა ევროინტეგრაციის ექსპერტმა, ჩხიკვაძეა თუ არ ვცდები, დადო დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ივნისში არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. ვიდრე კომისია მიიღებდა თავის გადაწყვეტილებას, ევროპულმა საბჭომ, მანამდე „სოროსის ფონდმა“ დადო დასკვნა. ჩვენი მოქალაქეები ელოდებოდნენ კანდიდატის სტატუსს და ქართველი, თანამედროვეობის სერგო ორჯონიკიძე წერდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის საქართველოს. ასეთ დროს „სოროსის ფონდის“ მიერ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მისვლა ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად ალოგიკური. ახლაც აკეთებენ იმავეს. ეს დასკვნაც, რაც არის დადებული მათი მხრიდან, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „სოროსის ფონდი“ პირდაპირ არის ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, როდესაც ისინი ხელოვნურად ავრცელებენ ტყუილს იმასთან დაკავშირებით, თითქოს არ სრულდება რეკომენდაციები, ეს ნიშნავს სწორედ იმ კამპანიის გაგრძელებას, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მიერ. თქვენ იცით, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს რადიკალურ ოპოზიციასა და „სოროსის ფონდს“ შორის“, - განაცხადა კობახიძემ.

რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შეფასების ერთობლივი დოკუმენტი მოამზადა და პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტის თანახმად, შესრულებული რეკომენდაციებია: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა; შეუსრულებელია ხუთი რეკომენდაცია: დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, მედია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.