ირაკლი ზარქუა: რა ვუყოთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, გერმანული ლაბორატორიის დასკვნას, რომ მოწამლული არ არის?! გამოდით და ბოდიში მოიხადეთ იმ ცუდი შავი პიარისთვის, რაც ქვეყანას აუგორეთ

ირაკლი ზარქუა: რა ვუყოთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, გერმანული ლაბორატორიის დასკვნას, რომ მოწამლული არ არის?! გამოდით და ბოდიში მოიხადეთ იმ ცუდი შავი პიარისთვის, რაც ქვეყანას აუგორეთ

რა ვუყოთ ამ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, გერმანული ლაბორატორიის დასკვნას, რომ მოწამლული არ არის?! გამოდით და ბოდიში მოიხადეთ იმ ცუდი შავი პიარისთვის, რაც ჩემს ქვეყანას აუგორეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„მივმართავ იმ ევროპარლამენტარებს, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში გვადანაშაულებდა, რომ თურმე ყოფილ პრეზიდენტს ვაწამებთ. მივმართავ ამ ჟურნალისტებს, საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ მოწამლულია - ახლა რა ვუყოთ ამ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, გერმანული ლაბორატორიის დასკვნას, რომ მოწამლული არ არის?! გამოდით და ბოდიში მოიხადეთ იმ ცუდი შავი პიარისთვის, რაც ჩემს ქვეყანას აუგორეთ“, - აღნიშნა ზარქუამ.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.