ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება გააზიარა რომელშიც ის თეთრი სახლის ლიდერს მადლობას უხდის სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მცდელობისთვის

ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება გააზიარა რომელშიც ის თეთრი სახლის ლიდერს მადლობას უხდის სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მცდელობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადება გააზიარა რომელშიც აზერბაიჯანის ლიდერი ტრამპს მადლობას უხდის სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მცდელობისთვის და თეთრი სახლის ლიდერს „დიფ სთეითის“ დამარცხებაში წარმატებას უსურვებს.

„ბატონი ტრამპი პატივს სცემს ფუნდამენტურ ფასეულობებს, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებს. ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც ომი არ დაუწყია. მისი მიზანი ომების დასრულებაა. ჩვენ მადლიერები ვართ მისი მისწრაფების გამო დაეხმაროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შეთანხმების მიღწევაში, მაშინ, როცა ის გაცილებით გლობალური უსაფრთხოების საკითხებით არის დაკავებული. ჩვენ გვიხარია მისი გამარჯვებები და წარმატებებს ვუსურვებთ ვაშინგტონს ჭაობის დაშრობაში“, - თქვა ალიევმა რამდენიმე დღის წინ ქალაქ ხანქენდიში გამართულ გლობალურ მედიაფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.