ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ დაცვის მხარეს შეზღუდოდა მტკიცებულებების მოპოვება. განსაკუთრებით ამ კონკრეტულ მომენტში, როცა მტკიცებულებების მოძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისა განაცხადა.
„განსხვავებით ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ფსევდო სასამართლოსგან, სტრასბურგის სასამართლო ბუნებრივია, ყოველთვის ითხოვს მტკიცებულებებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა.
რაც შეეხება სამომავლო საქმის წარმოებას სტრასბურგში, იცით, არსებითი განხილვა და სიმართლის დადგენა ჯერ კიდევ წინ არის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.