სააკაშვილის ადვოკატი: ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ბუნებრივია, არ იყო ყველაზე სასურველი შედეგი ჩვენი მხარისთვის

სააკაშვილის ადვოკატი: ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ბუნებრივია, არ იყო ყველაზე სასურველი შედეგი ჩვენი მხარისთვის

ევროსასამართლოს ეს პროცედურული გადაწყვეტილება ბუნებრივია არ იყო ყველაზე სასურველი შედეგი ჩვენი მხარისთვის, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რითაც საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ჩვენი დაცვის სტრატეგიაში არავითარი მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანას არ ვაპირებთ. ეს არც ისე მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ, ვინაიდან მთავარი ამ საქმის არსებითი განხილვა. ვფიქრობთ, რომ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფომ დაარღვია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრინციპი და ეს გახლავთ სიცოცხლის უფლების ნაწილი“, - აცხადებს თუთბერიძე.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.