მიხეილ სარჯველაძე: თავად გიორგი ვაშაძეს არ აქვს განცდა, რომ მისი მუქარა სერიოზულად აღქმადი შეიძლება იყოს. ვფიქრობ, ის ცდილობს, თავის მართლების სტრატეგიას მხარი დაუჭიროს

მიხეილ სარჯველაძე: თავად გიორგი ვაშაძეს არ აქვს განცდა, რომ მისი მუქარა სერიოზულად აღქმადი შეიძლება იყოს. ვფიქრობ, ის ცდილობს, თავის მართლების სტრატეგიას მხარი დაუჭიროს

თავად გიორგი ვაშაძეს არ აქვს განცდა, რომ მისი მუქარა სერიოზულად აღქმადი შეიძლება იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქოლცენტრების საქმეზე“ საუბრისას განაცხადა.

„თავად ვაშაძეს არ აქვს განცდა, რომ მისი მუქარა სერიოზულად აღქმადი შეიძლება იყოს. არ მგონია, თვითონაც ასე უყურებდეს. ვფიქრობ, რასაც ის ცდილობს, ეს არის, თავის მართლების სტრატეგიას მხარი დაუჭიროს, რომლის მეშვეობითაც ცდილობს, განერიდოს კითხვის ნიშნებს, რომელიც დაისვა მის მონაწილეობასთან დაკავშირებით გარკვეულ ურთიერთობებში. გამოძიებამ უნდა მოჰფინოს ყველაფერს ნათელი. გამოძიებას რაც აქვს დასადგენი, ისედაც და ასედაც იმას დაადგენს, როგორიც არ უნდა იყოს წინასწარ შემზადებული ბატონი ვაშაძის პიარული სვლები. ეს არის მარტივი მოცემულობა, რომელსაც არ სჭირდება წინასწარ აჟიოტაჟების შექმნა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია, ხვალ იგი გაასაჯაროებს სრულიად ახალ ფაქტებს, სადაც საზოგადოება დაინახავს, თუ ვინ იდგა იმიტირებული „ქოლცენტრების“ უკან.

ოპოზიცია ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის კენჭისყრაზე გატანას ცდილობს.

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

BBC დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემაზე: მილიარდობით დოლარის თაღლითები, რომლებიც თქვენს დანაზოგს იპარავენ