ალექსანდრე რაქვიაშვილი: ის ფაქტი, რომ რუსეთი დადებითად აფასებს ჩვენს საგარეო პოლიტიკას, არის ძალიან ცუდი

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ის ფაქტი, რომ რუსეთი დადებითად აფასებს ჩვენს საგარეო პოლიტიკას, არის ძალიან ცუდი

არ მგონია ამან რამე პრინციპულად შეცვალოს ეკონომიკურ ნაწილში და რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები იყოს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბრისას განაცხადა. „გირჩის“ წევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, აუცილებელია საქართველოს მთავრობამ მკაფიო ნაბიჯები გადადგას ევროპისკენ.

„მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსეთი დადებითად აფასებს ჩვენს საგარეო პოლიტიკას არის ძალიან ცუდი. ამიტომ, თუ რამე უნდა გააკეთოს ჩვენმა მთავრობამ, ეს არის მკაფიო პროევროპული ნაბიჯები გადადგას - იმგვარი, რომ არავის ჰქონდეს ეჭვი, რომ ჩვენ ევროპისკენ მივისწრაფვით“, - მიიჩნევს რაქვიაშვილი.