თეა წულუკიანი: თითოეული ხომალდი, ავიაკომპანია გაივლის მკაცრ კონტროლს და მხოლოდ მათ შეეძლებათ ჩვენს საჰაერო სივრცეში მოძრაობა, ვინც არ არის სანქცირებული

თეა წულუკიანი: თითოეული ხომალდი, ავიაკომპანია გაივლის მკაცრ კონტროლს და მხოლოდ მათ შეეძლებათ ჩვენს საჰაერო სივრცეში მოძრაობა, ვინც არ არის სანქცირებული

თითოეული ხომალდი, ავიაკომპანია გაივლის მკაცრ კონტროლს და მხოლოდ მათ შეეძლებათ ჩვენს საჰაერო სივრცეში მოძრაობა, ვინც არ არის სანქციას დაქვემდებარებული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„იმ დიდი ოდენობიდან გამომდინარე ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში კვლავ ცხოვრობენ, ეს შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს. ასევე მთავარია ის, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ჩვენ დავიცვათ ის სანქციები, რომლებიც მოქმედებს. თითოეული ხომალდი, ავიაკომპანია გაივლის მკაცრ კონტროლს და მხოლოდ მათ შეეძლებათ ჩვენს საჰაერო სივრცეში მოძრაობა, ვინც არ არის სანქციას დაქვემდებარებული“, - განაცხადა წულუკიანმა.