ირაკლი ალასანია გენერალ ჯეიმს ამოსს შეხვდა

ირაკლი ალასანია გენერალ ჯეიმს ამოსს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სარდალს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქართველი სამხედროების აშშ-ს საზღვაო ქვეით ძალებთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ISAF-ის მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებან ერთად მსახური საამაყოა. ირაკლი ალასანიამ ასევე, თანაგრძნობა გამოთქვა იმ საზღვაო ქვეითების ხსოვნის მიმართ, როლებიც დაიღუპნენ ავღანეთში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი ავღანეთის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში.

შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ძალების ინსტრუქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაში, რათა მონაწილეობა მიიღონ სრული სპექტრის კონტრ-ტერორისტულ ოპერაციებში. მხარეები მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ