ჯაშუშობის საქმეზე გამართლებულ ფოტოგრაფებს მორალურ ზიანს აუნაზღაურებენ

ჯაშუშობის საქმეზე გამართლებულ ფოტოგრაფებს მორალურ ზიანს აუნაზღაურებენ

ჯაშუშობის საქმეზე გამართლებულ ფოტოგრაფებს მორალურ ზიანს აუნაზღაურებენ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო და ამის შესახებ გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა.

გამამტყუნებელი განაჩენი ზურაბ ქურციკიძეს, გიორგი აბდალაძეს, ირაკლი გედენიძესა და ნათია გედენიძეს მიმართ საბოლოოდ გაუქმდა. ამასთან პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

წლების წინ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულმა და დღეს უკვე გამართლებულმა ფოტოგრაფებმა პრესკონფერენცია გამართეს და საქმის დეტალებზე ისაუბრეს. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს, რა პირობებში მიაცემინეს მათ იძულებით ჩვენებები და რა ვითარებაში იმყოფებოდნენ გლდანის ციხეში.

სამართალდამცავებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის ივლისში დააკავეს. პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.