ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ნახეს, რომ პარლამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად, ამის ტორპედირებისთვის მოიგონეს თითიდან გამოწოვილი საგამოძიებო კომისიების საკითხი

ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ნახეს, რომ პარლამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად, ამის ტორპედირებისთვის მოიგონეს თითიდან გამოწოვილი საგამოძიებო კომისიების საკითხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საგამოძიებო კომისიების შექმნით 12 რეკომენდაციის შესრულებას ხელი შეუშალოს.

„მათი დღის წესრიგი არანაირად არ არის მიმართული პოზიტივისაკენ, თუ გნებავთ, მათ შორის ევროკავშირის ამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. ახლა ნახეს, რომ პარლამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად, ამის ტორპედირებისათვის მოიგონეს თითიდან გამოწოვილი საგამოძიებო კომისიების საკითხი. ის, რომ ისინი [რადიკალური ოპოზიცია] ცდილობენ ასეთი თემებით საქართველოს პარლამენტის მუშაობის პარალიზება მოახდინონ და 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე ეს ბარიერები აღმართონ, რა თქმა უნდა ნათელია საზოგადოებისთვისაც და ჩვენ პირობას ვაძლევთ, რომ ამას მათ არ შევასრულებინებთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ოპოზიციამ სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში 26 აპრილს შეიტანა. ოპოზიციის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიების შექმნის შესახებ მმართველ გუნდში სპეკულაციად აფასებენ. უმრავლესობის წევრების განმარტებით, მათი ოპონენტების მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ხელის შეშლაა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მიზნის შესრულებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით შეეცდებიან.